Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა და იუვე კიდევ ერთ ბარტერს გეგმავენ

იტალიური მედიის ინფორამციით, ზაფხულში ბარსელონამ და იუვენტუსმა შესაძლოა კიდევ ერთი ხმაურიანი გაცვლა განახორციელონ.

Calciomercato-ს მტკიცებით, მხარეები რამდენიმე ფეხბურთელის მომავალზე საუბრობენ, მათ შორის კი ყველაზე ხშირად რაბიო-დემბელეს სახელები ისმის.

წყაროს ცნობით, ბარსელონამ დე ლიხტის ტრანსფერზე მოლაპარაკებების წამოწყება სცადა, თუმცა იუვენტუსი ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია.