Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა და პსჟ ბროზოვიჩის გაფორმებით ინტერესდებიან

ინტერმა მარსელო ბროზოვიჩთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო, თუმცა ნერაძურის აჩქარება მოუწევს, რადგან ხორვატი ფეხბურთელის კონტრაქტის სიტუაციას პსჟ და ბარსელონა ყურადღებით აკვირდებიან.

ხორვატი ფეხბურთელის კონტრაქტი ინტერთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ინტერი მზად არის, ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ მას ხელფასი 3.5 მილიონიდან 4.5 მილიონამდე გაუზარდოს, თუმცა ფეხბურთელი მინიმუმ 6 მილიონს ითხოვს.

ზამთარში, როედესაც მისი კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ 6 თვე დარჩება, ნებისმიერ გუნდს ინტერისგან უფლების მიღების გარეშე ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებები წამოწყება შეეძლება და პსჟ-ს ფინანსური სიძლიერის გათვალისწინებით ნათელია, რომ მათ ფეხბურთელის მოთხოვნილი 6 მილიონის გადახდა არ გაუჭირდება, ამიტომ ნერაძურიმ მასთან შეთანხმებას უახლოეს თვეებში უნდა მიაღწიოს…