Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა დე ლიხტის გაფორმების იმედს არ კარგავს

ესპანური წყაროების ცნობით, კატალონიის ბარსელონა იუვენტუსის ნიდერლანდელ ცენტრალურ მცველს მატიას დე ლიხტს არ ივიწყებს და მის გაფორმებას უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ შეეცდება.

Don Balon-ის ინფორმაციით, ლეო მესის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ბლაუგრანას საკმაოდ დიდი თანხა გამოუნთავისუფლდა და მზად არის ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაფორმება კიდევ ერთხელ სცადოს.

დე ლიხტის აგენტი მინო რაიოლა ბარსელონას ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგ ურთიერთობაშია და ბლაუგრანას მისი დახმარების იმედი აქვს, თუმცა იუვენტუსისთვის ახალგაზრდა ტალანტი ხელშეუხებელი ფეხბურთელია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იუვენტუსმა ბარსელონასთან მოლაპარაკებების წამოწყება მოისურვოს.