Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა დე ლიხტის გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა იუვენტუსის ცენტრალური მცველის მატაის დე ლიხტის გაფორმებას კიდევ ერთხელ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

ბლაუგრანა ნიდერლანდელი ტალანტის შეძენას ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა, რომდესაც ის აიაქსის რიგებში თამაშობდა, თუმცა მაშინ დე ლიხტის ხელში ჩაგდება იუვენტუსმა მოახერხა.

ესპანური გამოცემა SPORT-ის მტკიცებით, ბარსელონა ზამთრის სატრნსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდიდან ბალასტის გაშვებას შეეცდება და იმედი აქვს, რომ ეს გუნდს ზაფხულისთვის დე ლიხტის გასაფორმებლად საკმარის ფინანსებს მოუგროვებს.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტის გამოსყიდვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ზაფხულიდან 150 მილიონის საანცვლოდ შეეძლება…