Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა დე ლიხტს არ ეშვება…

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ბლაუგრანას რიგებში მატიას დე ლიხტის ხილვაზე ოცნებობს, თუმცა კატალონიელები სერიოზულ ფინანსურ კრიზისში არიან, ამიტომ ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის გასაფორმებლად სხვადასხვა ხერხებს ეძებენ.

ფრანგული გამოცემა Le10Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონა მზად არის ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ იუვენტუსს ფულთან ერთად უსმან დემბელე ან ანტუან გრიზმანი შესთავაზოს, თუმცა დიდი ალბათობით იუვე ამ წინადადებაზეც უარს იტყვის, რადგან დე ლიხტი მათთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია და მის გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებენ.