Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა ვიდალის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას ითხოვს

ვიდალის ინტერში გადასვლის შესახებ ბოლო დღეებში ბევრი დაიწერა და არაერთი გამოცემა იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ჩილელი ფეხბურთელი მილანს უახლოესი დღეების განმავლობაში ეწვეოდა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, საქმე ასე მარტივად არ არის.

გამოცემის ინფორმაციით, ბარსელონას ვიდალის სანაცვლოდ გარკვეული სარგებელის ნახვა სურს. ბლაუგრანამ ივან რაკიტიჩი სევილიაში 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვა და ვიდალის შემთხვევაშიც იგივე თანხის მიღება უნდა, თუმცა ინტერი ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულის გადახდას არ აპირებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ ბარსა მას უფასოდ გაუშვებს.

GdS იმასაც ამტკიცებს, რომ გუშინ ინტერის სპორტული დირექტორი, პიერო აუსილიო კონტეს შეხვდა და ამცნობა, რომ გუნდში ამჟამად 33 ფეხბურთელი ირიცხება და შემადგენლობის გაძლიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ ინტერს რომელიმე მათგანი დატოვებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.