Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა ინტერს ხორდი ალბა-ბასტონის ბარტერს სთავაზობს

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში ბარსელონას ხორდი ალბას მიმართ ინტერის ინტერესზე დაიწერა და ბლაუგრანა მზად არის ნერაძურის ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

ინტერის შემადგენლობა ეშლი იანგმა ოფიციალურად დატოვა და ბენეამატას მარცხენა ფლანგის გაძლიერება სურს, ხორდი ალბა კი მათი ერთ-ერთი სამიზნეა და ESPN-ის ინფორამციით, ბარსა მზად არის ინტერს ბასტონის სანაცვლოდ ხორდი ალბა და ფული შესთავაზოს.

ინტერს ძალიან მალე აშრაფ ჰაკიმი დატოვებს და რამდენად მოისურვებს ნერაძური 2 ახალგაზრდა ტალანტის დაკარგვას რთული სათქმელია, მაგრამ გუნდი სერიოზულ ფინანსურ კრიზისშია და შესაძლოა ჰაკიმის გაყიდვა საკამრისი არ აღმოჩნდეს.