ბარსელონა იუვენტუსის 4 წამყვანი ფეხბურთელით ინტერესდება
ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონა იუვენტუსის ფეხბურთელების: დუშან ვლაჰოვიჩის, მანუელ ლოკატელის, ადრიენ რაბიოსა და ფედერიკო კიეზას ტრანსფერებით ინტერესდება.
გამოცემა SPORT-ის ცნობით, ბლაუგრანამ იცის, რომ რთული ფინანსური სიტუაციის გამო, იუვენტუსს შესაძლოა ზაფხულში გუნდის ლიდერების გასხვისება მოუწიოს.
წყაროს ინფორმაციით, ჩამოთვლილი ოთხეულიდან ესპანური გრანდის პრიორიტეტი დუშან ვლაჰოვიჩი იქნება.