Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა იუვენტუსს დე ლიხტის სანაცვლოდ 2 ფეხბურთელს სთავაზობს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსიდან მატიას დე ლიხტის გაფორმებას შეეცდება და მის სანაცვლოდ 2 ფეხბურთელს შესთავაზებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ბლაუგრანა ტურინელებს ფულთან ერთად მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და მემფის დეპაის შესთავაზებს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იუვენტუსმა აღნიშნულ წინადადებაზე თანხმობა განაცხადოს.

დე ლიხტი იუვენტუსის უმნიშნელოვანესი წევრია და ტურინელები მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებენ, თუ დაინტერესებული მხარე ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას – 150 მილიონ ევროს გადაიხდის, რომელიც აქტიური მიმდინარე სეზონის ბოლოს ხდება.