Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონა ლაუტაროს თავს ანებებს

ბარსელონას ლაუტარო მარტინესის შეძენის სურვილი არასოდეს დაუმალავს, თუმცა ესპანური მედიის მტკიცებით, ბლაუგრანამ არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერზე ფარ-ხმალი საბოლოოდ დაყარა…

ბარსელონას ერთადერთი ბერკეტი ის იყო, რომ 23 წლის ფეხბურთელს ლეო მესისთან ერთად სურდა თამაში, თუმცა მას შემდეგ, რაც მესის ბარსელონაში დარჩენის საკითხი საეჭვო გახდა, ლაუტარომ ესპანეთში გადასვლა გადაიფიქრა და ინტერთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ბარსელონა კი ლუის სუარესის შემცვლელის ძიებაშია. მათ ლაუტაროს გარდა, ჩირო იმობილეს შეძენაც სურდათ, თუმცა იტალიელმა ლაციოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ლაუტარომ გასულ სეზონშ ინტერის მაისურით 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.