Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონა ლაუტაროს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაიფორმებს

Mundo Deportivo-ს მტკიცებით,ბლაუგრანა არგენტინელ შემტევს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს,თუ გუნდს ლუის სუარესი დატოვებს.

სუარესს რამდენიმე წინადადება MLS-ის გუნდებიდან აქვს,თუმცა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი გუნდიდან წასვლა ნაკლებად სავარაუდოა.

ლაუტარო მარტინესს ბარსელონასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და ახალგაზრდა არგენინელი კიდევ ერთი სეზონის ინტერში გატარების წინააღმდეგი არ არის, რის შემდეგაც კატალონიურ გრანდს შეუერთდება.

კატალონიელებს ლაუტაროს გაფორმება მინიმუმ 100 მილიონი ევრო დაუჯდებათ,კრიზისის გამო კი ამ თანხის გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებენ,თუ გუნდი დემბელეს ან კოუტინიოს გაყიდვას მოახერხებს,თუმცა ჯერჯერობით მათი მსურველები არ ჩანან და როგორც ჩანს,ლაუტარო-მესის დუეტს მინიმუმ 1 წელი ბარსელონას რიგებში ვერ ვიხილავთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.