Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონა ლაუტაროს სანაცვლოდ ინტერს კიდევ ერთ წინადადებას უმზადებს

ლუის სუარესის ბარსელონადან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და ნერაძური მის შემცვლელს უკვე ეძებს.

კატალონიელებმა ლაუტარო მარტინესის გაფორმება რამდენიმე კვირის წინ უკვე სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. კუმანის ბარსაში მისვლის შემდეგ კი არგენტინელი ფორვარდი კვლავ აქტუალური გახდა და Goal.Com-ის მტკიცებით, ბარსა მის გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით კი ლაუტაროს ბარსაში გადასვლა მხოლოდ იმიტომ სურდა, რომ მესის გვერდით ეთამაშა, ახლა კი, როდესაც მესი მომავალ სეზონში დიდი ალბათობით ბარსას დატოვებს, მისი ბლაუგრანაში გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა. ინტერი ახალგაზრდა ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უკვე მუშაობს და თუ ბარსამ მათ ძალიან სარფიანი წინადადებით არ მიმართა, ლაუტაროს ტრანსფერი ნაკლებად მოსალოდნელია…

Leave a Reply

Your email address will not be published.