Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა ლაუტაროს ტრანსფერში როიალის გამოყენებას გეგმავს

ბარსელონა ლაუტარო მარტინესის გაფორმების იმედს არ კარგავს და ესპანური მედიის ინფორმაციით, მათ არგენტინელი ფორვარდის სატრანსფერო ფასის შესამცირებლად ტრანსფერში ნერაძურის ერთ-ერთი სამიზნის ჩართვა სურთ.

ბარსელონა ლაუტაროს გაფორმებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, თუმცა მაშინ მხარეებს შორის ფინანსურ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ბედის ცდას ბლაუგრანა მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც გეგმავს.

კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონა მზად არის ინტერს ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ახალგაზრდა მარჯვენა მცველის ემერსონ როიალის ჩართვა შესთავაზოს და იმედი აქვს, რომ ლაუტაროს სანაცვლოდ მოთხოვნილ 90 მილიონ ევროს შეამცირებს.

23 წლის ფორვარდის ტრანსფერით ბარსელონას გარდა მადრიდული გრანდები ატლეტიკო და რეალი ინტერესდებიან, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ჩოლო სიმეონეს ატლეტიკო აქტიურობს.