Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა ლეაოს ტრანსფერით ინტერესდება

რაფაელ ლეაოს მილანური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და როსონერი შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ახალგაზრდა პორტუგალიელი შემტევის გაყიდვას აუცილებლად განიხილავს.

ესპანური გამოცემა DonBalon-ის ინფორმაციით, რაფაელ ლეაო ბლაუგრანას პრეზიდენტის ხოან ლაპორტას სატრანსფერო სიაში იმყოფება, მაგრამ კატალონიელები მის სანაცვლოდ მილანის მოთხოვნილი 35 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, ბარსელონამ შესაძლოა რაფაელ ლეაოს ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვა სცადოს, მათ შორის ხუნიორ ფირპო განიხილება, რომლის გაფორმებასაც მილანი უკვე დიდი ხანია ცდილობს.