Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა მორატას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

მაქს ალეგრის სიტყვების მიუხედავად, რომ ალვარო მორატა იუვენტუსს იანვარში არ დატოვებს, ესპანურ მედიაში ესპანელი ფორვარდის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე საუბრები არ წყდება.

ბარსელონას ინსაიდერის ხერარდ რომეროს ინფორმაციით, ბლაუგრანა მორატასთან კონტაქტს ინარჩუნებს და მხარეებს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, ამიტომ თუ იუვენტუსი მისი შემცვლელის პოვნას მოახერხებს, ალვაროს ტრანსფერი ბარსელონაში რეალური გახდება.