Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა ნიკოლო ბარელას ტრანსფერით ინტერესდება

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, ვეინალდუმის ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ბარსელონა ნიდერლანდელი ფეხბურთელის ალტერნატივებს ეძებს და მათი ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატი ინტერის ნიკოლო ბარელა გახლავთ.

ნიკოლო ბარელა ანტონიო კონტეს წყალობით სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ჩამოყალიბდა და რა თქმა უნდა, ინტერს მისი გაშვება არ სურს, თუმცა ნერაძურიმ 30 ივნისამდე ფინანსური ბალანსის დასაცავად ტრანსფერებიდან მინიმუმ 70-80 მილიონი უნდა მიიღოს, ამიტომ შესაძლოა ბარელას გაყიდვა მოუწიოს.

ფინანსურად კარგი სიტუაცია თავის მხრივ არ ბლაუგრანას აქვს და ინტერისთვის ოფიციალური წინადადების მოსამზადებლად პირველ რიგში მათ რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის გრიზმანის, პიანიჩის და სხვა მოთამაშეების გაყიდვა მოუწევთ, ბარელას ტრანსფერში კი თანხის შესამცირებლად ბენეამატას სამიზნის ემერსონ როიალის ჩართვას გეგმავენ.