Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა რომანიოლის ტრანსფერით ინტერესდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონა ზაფხულში ალესიო რომანიოლის ტრანსფერზე მუშაობას აპირებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ბლაუგრანა სამუელ უმტიტის თამაშით უკმაყოფილოა და მის გაყიდვას გეგმავს, რომლის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ იტალიელი უკანახაზელია.

26 წლის ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და არც თუ ისე წარმატებული სეზონის მიუხედავად, მისი აგენტი მინო რაიოლა რომანიოლისთვის ხელფასის მომატებას ითხოვს, რის გაკეთებასაც როსონერი ამ ეტაპზე არ აპირებს.