Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა რომანიოლის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონა ალესიო რომანიოლის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება და მის სანაცვლოდ როსონერის შესაძლოა ფეხბურთელი შესთავაზოს.

მილანის კაპიტანს, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მილანთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება. რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პიოლის მისი შენარჩუნება უნდა, თუმცა მინო რაიოლა რომანიოლის ხელფასის გაზრდას 4 მილიონიდან 6 მილიონამდე ითხოვს, ფეხბურთელს კი მეტი სათამაშო დრო სურს და მხარეებს შეთანხმების მიღწევა ახალი კონტრაქტის თაობაზე გაუჭირდებათ.

წყაროს ცნობით, მილანი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს, თუმცა ამ თანხის შემცირებას ბლაუგრანა ტრანსფერში ხუნიორ ფირპოს ჩართვით შეეცდება, რომლითაც მილანი დიდი ხანია ინტერესდება.