Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა რომანიოლის ტრანსფერით ინტერესდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა მიმდინარე სატრნსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერებას ეცდება და მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე მილანის კაპიტანი ალესიო რომანიოლი გახლავთ.

რომანიოლის, რომელმაც გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მილანთან მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჯერ არც კი დაწყებულა, ამიტომ სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში მილანი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

გამოცემა Sport-ის ცნობით, მილანი რომანიოლის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვს, თუმცა ბლაუგრანამ შესაძლოა ტრანსფერში მირალემ პიანიჩის ან ფელიპე კოუტინიოს ჩართვა მოინდომოს.