Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარძალი:“ ალეგრი იმ იუვეს ელოდებოდა, რომელიც თავად დატოვა, თუმცა…“

იუვენტუსის  ყოფილმა უკანახაზელმა ანდრეა ბარძალიმ მაქს ალეგრის შესახებ ისაუბრა.

„ალეგრი მილანთან მატჩის დროს ძალიან ნერვიულობდა. ის ძველებური იუვენტუსის დაბრუნებას ცდილობ და ვფიქრობ, რომ მას ეს გამოუვა.

„მაქსს ეგონა, რომ მას ისევ ის იუვენტუსი დახვდებოდა, რომელიც 2 წლის წინ დატოვა, იუვე, რომელიც თუ დაცვაში ჩაჯდებოდა, მის წინააღმდეგ გოლის გატანა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

„მას შემდეგ 2 წელი გავიდა, ფეხბურთელები შეიცვალნენ. ის ცდილობს, რომ გუნდს ძველებური მუხტი დაუბრუნოს, რომელსაც ჩვენ ბოლო 10-15 წუთში თავის დასაცავად ვიყენებდით და მეტოქეს გოლის გატანის შანსი არ ჰქონდა.

„მილანთან 3 ქულის მოპოვება იუვენტუსს ძალიან დიდ მუხტს მისცემდა, მაგრამ მათი ჩამოწერა არც ახლა შეიძლება. ტურინელებს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან.

„კიეზა ? ის ალეგრის გუნდში ადგილს ნამდვილად იპოვნის. მას გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ მილანთან მატჩი სწორედ ამიტომ არ დაიწყო. ფედე დიდებული ფეხბურთელია და მისნაირი ტალანტის მქონე იტალიაში ბევრი არ არის, მან ეს ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცა. იუვენტუსმა კიეზას ყველა კონდიცია უნდა შეუქმნას იმისთვის, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს.

„დე ლიხტი ? მას აქვს ყველაფერი, რომ თავის პოზიციაზე საუკეთესო გახდეს. დე ლიხტის სანაცვლოდ იუვენტუსმა კოლოსალური თანხა გადაიხადა და ეს ახალგაზრდა ფეხბურთელზე ზეწოლას ზრდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მატიასი მოლოდინებს გაამართლებს.“