Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარძალი:“ დე ლიხტს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს“

იუვენტუსის ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ ბიანკონერის ახალგაზრდა უკანახაზელის მატიას დე ლიხტის შესახებ ისაუბრა.

„მატიას დე ლიხტი არის თანამედროვე სტილის მცველი, რომელიც ფიზიკურ კონტაქტს არ ერიდება, არის წარმოუდგენელი პროფესიონალი და აქვს უდიდესი პოტენციალი. ის ძალიან პატარა ასაკიდან უდიდესი წნეხის ქვეშ თამაშს არის მიჩვეული, მაგრამ მატიასი სიმშვიდეს არასოდეს არ კარგავს.