Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარძალი:“ ეს სეზონში იუვენტუსის საუკეთესო მატჩი იყო“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ ბიანკონერის რომში გამარჯვება შეაფასა.

„იუვენტუსმა ძალიან კარგად ითამაშა. მათ ლაციოს წინააღმდეგ ხარისხი და ერთობა ეტყობოდათ და მაურიციო სარის გუნდს, რომელიც თავისი შეტევით ყოველთვის გამოირჩევა, ბევრი შანსი არ მისცა.

„ჩემი აზრით, იუვენტუსმა 3 ქულა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. ფიორენტინასთან მძიმე გამარჯვებამ გუნდს მენტალური მუხტი მისცა და ვფიქრობ, რომ მათ ოლიმპიკოზე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარეს.“