Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარძალი:“ იუვენტუსმა ექსპერიმენტები უნდა შეწყვიტოს“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ ბიანკონერის მარცხზე ისაუბრა.

„ატალანტა ძალიან ძლიერი გუნდია და მათ წინააღმდეგ მარცხი არ არის ის, რაც სენსაციად შეიძლება ჩაითვალოს.

„ყველაზე ცუდი არის ის, რომ მე იუვენტუსის მხრიდან განვითარებას ვერ ვხედავ. ალეგრი ყოველი თამაშის წინ ცვლილებებს ანხორციელებს და ვფიქრობ, რომ სეზონის მსვლელობისას ექსპერიმენტები სწორი არ არის. არ მახსოვს ზედიზედ ორი მატჩი, როდესაც გუნდმა ერთი შემადგენლობით და ტაქტიკით ითამაშა.“