Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარძალი:“ ყველა ციკლს თავისი დასასრული აქვს“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ მიმდინარე სეზონის ფავორიტებზე და იუვენტუსში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„სერია ა-ს პირველი მატჩები ყოველთვის ამაღელვებელია. ჩვენ ძალიან ბევრი გოლი და საინტერესო მატჩები ვნახეთ ჩემპიონატში, რომელშიც გამოკვეთილი ფავორიტების დასახელება გაგვიჭირდება.

„იუვენტუსი ? იუვემ არც თუ ისე კარგი სტარტი აიღო, რასაც სიმართლე გითხრათ არ მოველოდი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება ადრეა.

„რონალდუ ? მისგან გუნდს გარანტირებული 30 გოლი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იუვენტუსში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კრიშტიანუს გოლების გადანაწილება შეუძლიათ.

„სკუდეტოს ფავორიტები ? მე იუვენტუსს ან ინტერს ვიტყოდი, მაგრამ ეს ყოველი სეზონის წინ ასეა. შესაძლოა ინტერს ამ მომენტისთვის რაღაც მეტი აქვს, რაც სხვა გუნდებს არ გააჩნიათ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენ რომელიმე გუნდმა გაგვაკვირვოს.

„იუვენტუსში მიმდინარე გაახალგაზრდავების პროცესი ? ეს ნორმალურია, გუნდმა 9 წელი სერია ა-ში დომინანტი ფეხბურთი აჩვენა, თუმცა ადრე თუ გვიან ყველა ციკლი სრულდება და დარწმუნბული ვარ, რომ ტურინელები ძალიან მალე დაბრუნდებიან.

„სერია ა ? იტალიურმა ფეხბურთმა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 4-5 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ ნაკრებით, რომლის ფეხბურთელებიც მეტწილად სერია ა-ში თამაშობენ.”