Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბასტონი:“ამაყი ვარ,რომ ევროპაში ინტერის ღირსებას ვიცავ“

ალესანდრო ბასტონიმ ევროპა ლიგის შესახებ ისაუბრა და განაცხადა,რომ ხვალ ატალანტას მთელი გულით უქომაგებს.

ბასტონი ატალანტას აკადემიის აღზრდილია.ინტერმა ის 2017 წელს,31 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა,თუმცა ის სეზონი ბერგამოში დატოვა,მომდევნო წელს ინტერმა ახალგაზრდა ფეხბურთელი პარმაში გაანათხოვრა,გასული სეზონის სტარტზე კი ის ნერაძურის დაუბრუნდა.

„ხვალ ატალანტას მთელი გულით ვუგულშემატკივრებ.მე ბერგამოს და ატალანტას მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს და იმ შანსისთვის,რაც მე მათ მომცეს,ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

„პარმაში გადასვლა ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო,რადგან იქ სათამაშო დრო და თავის გამოჩენის საშუალება მომეცა.

„მე მოედანზე გასვლა და ძლიერ მეტოქეებთან თამაშის არასოდეს მეშინოდა,რაც ბევრჯერ დავამტკიცე და ინტერში თამაში დავიმსახურე.

„კონტემ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მომცა – თავდაჯერებულობა.ის თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს,რომ გუნდის ისტორიას პატივი ვცეთ და ნებისმიერ მომენტში 100 პროცენტით დავიხარჯოთ.

„ასეთი მიდგომა ძალიან მომწონს და ყველა თამაშში იმ აზრით გავდივარ,რომ ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო.

„ლევერკუზენის დამარცხება და ნახევარფინალში გასვლა ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო. ამაყი ვარ,რომ ამ დონის ტურნირზე ინტერის მაისურის ტარების და გუნდის ღირსების დაცვის საშუალება მომეცა.

„ჩვენ ევროპა ლიგის მოგება გვსურს და ამ მიზნის მისაღწევად თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.