Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბასტონისთვის 3 ინგლისური გრანდი იბრძვის

იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი, ჩელსი და არსენალი ინტერის ახალგაზრდა უკანახაზელის ალესანდრო ბასტონის გაფორმებას ცდილობენ.

ბასტონიმ ინტერთან კონტრაქტი ახლახანს 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა და ნერაძურის მისი გაყიდვა არ სურს, თუმცა წყაროს ინფორმაციით გუნდის ფინანსური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ინტერს შესაძლოა ჰაკიმის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს და არ არის გამორიცხული, ეს სწორედ ბასტონი გახდეს.

წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე ინტერი მის გაყიდვას არ აპირებს და საბოლოოდ ბასტონის გასხვისება მაინც მოუწევს, ბენეამატა 70 მილიონზე ნაკლებ წინადადებას არც კი განიხილავს.