Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბასტონის აგენტი:“ ინტერთან ახალი კონტრაქტი უკვე შევათანხმეთ“

ალესანდრო ბასტონის აგენტის თქმით, იტალიელი უკანახაზელი ნერაძურის დატოვებას უახლოეს მომავალში არ აპირებს.

ფინანსური კრიზისის მიუხედავად, 22 წლის ფეხბურთელი ინტერისთვის ხელშეუხებელ ფიგურად მიიჩნევა და გუნდი მის გაყიდვას არ აპირებს.

„ბასტონის ინტერში დარჩენა სურს და ახლა გუნდის მფლობელებისგან პასუხს ველოდებით. ახალი კონტრაქტი იმიტომ არ გაოფიციალურდა, რომ პრეზიდენტი იტალიაში არ იმყოფებოდა, ახლა კი ის დაბრუნდა და სულ მალე ყველაფერი ნათელი გახდება.

„მე ბეპე მაროტასთან და პიერო აუსილიოსთან ბასტონის ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას უკვე მივაღწიე, თუმცა საბოლოო სიტყვა გუნდის პრეზიდენტს ეკუთვნის და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ყველაფერი ოფიციალურად გახდება ცნობილი.“

ტულიო ტინტი ბასტონის გარდა მატეო დარმიანის ინტერესებსაც იცავს.

„მატეოს მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის იტალიელია. ჩვენ იტალიაში რატომღაც ყოველთვის უცხოელ ფეხბურთელებს ვანიჭებთ უპირატესობას და იტალიელი ფეხბურთელები დაუფასებლები რჩებიან.

„პირადად მე მწვრთნელი რომ ვიყო, მისნაირი 100 ფეხბურთელი მენდომებოდა. ის ყოველთვის ოპტიმისტურია, ბევრს მუშაობს და გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება.“