Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბასტონი აძურის ვერც ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაეხმარება…

გუშინ შვეიცარიასთან მატჩის განაცხადში რობერტო მანჩინიმ ინტერის ცენტრალური მცველი ალესანდრო ბასტონი საერთოდ არ შეიყვანა, რაც შემდგომში ფეხბურთელის ტრავმით ახსნა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელს კუნთის გადაღლილობა აქვს და არ არის გამორიცხული, რომ ის იტალიის ნაკრებთან ერთად ბელფსტში არ გაემგზავროს.

წყაროს ცნობით, ბასტონი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ამის შემდეგ გაირკვევა.