Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბასტონი:“ ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდებოდა“

ინტერის იტალიელმა უკანახაზელმა ალესანდრო ბასტონიმ ტორინოსთან მატჩზე ისაუბრა.

„ვიცოდით, რომ წინ რთული შეხვედრა გველოდებოდა, რადგან ტორინომ პრობლემები არაერთ გუნდს შეუქმნა და მათ წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს.

„გასულ სეზონში ასეთი შეხვედრების მოგება უფრო გვიჭირდა და ქულებს ვკარგავდით, თუმცა მიმდინარე სეზონში ჩვენ ასეთი დაძაბული შეხვედრების მოგებას და საჭირო ქულების მოპოვებას ვახერხებთ.

„წინ კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველოდება, სასუოლო ძალიან კარგი გუნდია, რომელიც მაღალ პრესინგს თამაშობს და ძალიან აგრესიულია. მათ გასულ ტურში ნაპოლის ქულები წაართვეს, ამიტომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ.“

გათიშვა