Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბასტონი ინტერიდან წასვლას არ აპირებს

ალესანდრო ბასტონი შესანიშნავ სეზონს ატარებს და მან არაერთი ევროპული გრანდის ინტერესი დაიმსახურა, თუმცა იტალიური მედიის ინფორამციით, ის ინტერზეა კონცენტრირებული და გუნდიდან წასვლას არც კი განიხილავს.

Calciomercato-ს ინფორამციით, ბოლო გუნდი, რომელმაც ინტერს ახალგაზრდა იტალიელი მცველის თაობაზე მიმართა, ლივერპული გახლავთ, თუმცა ნერაძურიმ ინგლისელები მყისიერი უარით გაისტუმრა.

ლივერპულის გარდა, ბასტონი გაფორმება ბარსელონასაც სურს, თუმცა ახალგაზრდა უკანახაზელი ინტერის დატოვებას არ აპირებს და ძალიან მალე მისი კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ოფიციალურად გახდება ცნობილი.

გათიშვა