Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბასტონი:“ ინტერმა მეტი დაიმსახურა“

ინტერმა ჩემპიონთა ლიგაზე შახტარის კარის აღება ვერ მოახერხა და შეხვედრა ფრედ, 0 – 0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი ალესანდრო ბასტონიმ გააკეთა.

„ჩვენ დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათ გასულ კვირას მადრიდის რეალი დაამარცხეს, ქულაც ნორმალური შედეგია. თუ გამარჯვება არ შეგიძლია, აუცილებელია, რომ არ დამარცხდე.“

ინტერის მეტოქე მომდევნო ორ მატჩში მადრიდის რეალი იქნება.

„ეს არაფერს ცვლის, ჩვენ  ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. ინტერი მადრიდში მოსაგებად გაემგზავრება.

„ჩვენ ორი შესანიშნავი შემტევი გვყავს, დღეს ხარიხას ბურთი ორჯერ მოვარტყით და არ გაგვიმართლა. შესაძლოა, რომ გოლი ვერ გაიტანო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დაცვაში ყოველთვის სოლიდურად ვითამაშოთ.“