Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბასტონი:“ ინტერში ბედნიერი ვარ და წასვლას არ ვაპირებ“

ალესანდრო ბასტონი ბოლო პერიოდში რამდენიმე ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, თუმცა ნერაძურის ახალგაზრდა უკანახაზელმა გუნდიდან წასვლა გამორიცხა.

„როდესაც ინტერში მოვედი დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ასეთი დონის გუნდში სათამაშოდ მზად ვიყავი, მაგრამ მწვრთნელმა პირველივე დღეს უდიდესი ნდობა გამომიცხადა, ბევრი შანსი მომცა და ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მომცა. მე მწვრთნელის და თანაგუნდელების დახმარებით ძალიან გავნითარდი.

„ინტერში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ჩემი, როგორც ინტერის სხვა ფეხბურთელების მთავარი მიზანი ტიტულების მოგება და გულშემატკივრებისთვის სიამაყის საშუალების მიცემაა.“

ნერაძური მომავალ ტურში ნაპოლის დაუპირისპირდება.

„ყველა თამაში ძალიან მნიშნელოვანია. ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ვიცით, რომ წინ ძალიან რთული თამაში გველოდება.

„ინტერი სწორ გზაზეა და ამას ზედიზედ 11 გამარჯვებაც ადასტურებს. ჩვენ სკუდეტოსთან ახლოს ვართ, მაგრამ ჯერ მოდუნების საშუალება არ გვაქვს და კვირას ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.“