Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბასტონი:“ კონტე განვითარებაში ძალიან დამეხმარა“

ინტერის ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც გუშინ იტალიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, ნაკრებში ჩატარებულ პირველ მატჩზე და ანტონიო კონტეზე ისაუბრა.

„ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და უბედნიერესი ვარ, რომ აძურის მაისურის ტარების პატივი მეც მხვდა წილად.

„ბოლო პერიოდში მე ძალიან ბევრი ვიმუშავე და თავს როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად გაცილებით კარგად ვგრძნობ, რაც ანტონიო კონტეს დამსახურებაა, რომელმაც საკუთარი ძალების რწმენა მომცა.“