Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბასტონი:“ ლაციო კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ მოსაგებად ვითამაშებთ“

ლაციოსთან მატჩის წინ კომენტარი ინტერის უკანახაზელმა, ალესანდრო ბასტონიმ გააკეთა.

„ლაციო ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვარ და მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავალთ.

„ატალანტასთან მარცხი არაფერს ნიშნავს, რადგან ლაციოს ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა და ისინი რომ გამოეყენებინათ, ასეთი შედეგი არ დაფიქსირდებოდა.

„ბერგამოელებთან მარცხის შემდეგ, ისინი ორმაგად მონდომებულები იქნებიან, ამიტომ წინ ურთულესი შეხვედრა გველის.“