Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბასტონი:“ ჩვენ 3 დღეში ერთხელ თამაში პრობლემას არ გვიქმნის“

ინტერის ცენტრალურმა მცველმა ალესანდრო ბასტონიმ ტორინოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

ნერაძურიმ 30-ე წუთზე დენზელ დამფრისის გატანილი გოლით იმარჯვა და სეზონის პირველი ნახევარი მხოლოდ 1 მარცხით დაასრულა.

„ჩვენ გასული წლის მსგავსად დაცვაში სოლიდურობა დავიბრუნეთ, თავს შესანიშნავად ვგრძნობთ და ეს ვფიქრობ, რომ განვითარება ჯერ კიდევ შეგვიძლია.

„მწვრთნელის მხრიდან თითოეული ჩვენგანის მიმართ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია, ის გუნდს მრავალფეროვნებას სძენს, რაც გასულ სეზონში არ გვქონდა.

„ახლა ინტერი უფრო მშვიდი და ცივსისხლიანია, რადგან ჩვენ ჩემპიონები ვართ, ჩემპიონობა კი მეტოქეებთან შედარებით გარკვეულ უპირატესობას გვძენს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ.

„კარგია, რომ 2021 წელი გამარჯვებით დავასრულეთ, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ 3 დღეში ერთხელ თამაში დისკომფორტს არ გვიქმნის, თუმცა ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, ძალები მაქსიმალურად დავიბრუნოთ და ახალი წლიდან უფრო მეტი შემართებით შევუდგეთ მუშაობას.“