Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაჯო:“ გუარდიოლას გუნდში სიამოვნებით ვითამაშებდი“

რობერტო ბაჯოს თქმით, ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც ფეხბურთელმა შეიძლება მიიღოს.

„ფეხბურთში პირველ პლანზე ყოველთვის ფეხბურთელები იქნებიან და საუკეთესო მწვრთნელი არის ის, ვინც ამას გაითავისებს, ვინც შეძლებს, რომ ფეხბურთელებს გულწრფელად ესაუბროს და სხვადასხვა ტექნიკური საკითხი უპრობლემოდ განიხილოს.

„ასეთ მწვრთნელთან დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. ტაქტიკის სწავლა მარტივია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ადამიანური მახასიათებლებია.

„ჩემი აზრით, დღეს ასეთი სპეციალისტი გუარდიოლაა, რომელიც დღეისთვის საუკეთესო მწვრთნელია.”

ბაჯომ კარიერის განმავლობაში 2 სკუდეტოსთან, კოპა იტალიასთან და უეფას თასთან ერთად, Ballon d’Or-ის და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღებაც მოახერხა.

„ჩემი საუკეთესო მიღწევა ხალხის ის სიყვარულია, რომელსაც დღესაც კი ვგრძნობ. ეს ნებისმიერი სპორტსმენის უდიდესი მიღწევაა. რა თქმა უნდა, ტიტულები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ფეხბურთელი გამარჯვებისთვის იბრძვის, თუმცა ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ინდივიდუალური ჯილდოა, რისი მიღებაც ფეხბურთელს შეუძლია.“