Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბეკჰემი:“ ისტორიის მნიშვნელობა მილანში ვისწავლე…“

ლეგენდარულმა დევიდ ბეკჰემმა მილანში ყოფნის პერიოდი გაიხსენა…

„მე მილანში ვისწავლე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდის ისტორია, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ნივთი, რომელსაც ხელით შეეხები.

„Milanello, გუნდის სამწვრთნელო ბაზა, ყველაზე განვითარებული არ იყო, თუმცა  იქ ყოფნის პირველივე დღიდან იგრძნობოდა, თუ რამდენად დიდი გუნდის ნაწილი ვიყავი. ისტორია არის ღირებულება, რომელსაც შენ ვერ ხედავ, თუმცა მას ყოველთვის გრძნობ, ეს ყველაფერი მილანშო განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა.

„მე ძალიან ამაყი ვარ ფაქტით, რომ კარიერაში მილანის მაისურის მორგების და მისი ისტორიის დაგემოვნების საშუალება მომეცა…“