Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელგიას იტალიასთან ორი ლიდერი დააკლდება ?

გუშინ ბელგიამ პორტუგალია მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე იტალია იქნება და შეხვედრა 2 ივლისს გაიმართება, თუმცა ბელგიელებს ეს გამარჯვება შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეთ.

პორტუგალიასთან მატჩში გუნდის ლიდერებს კევინ დე ბრუინს და ედენ აზარს ტრავმების გამო მოედნის ნაადევად დატოვება მოუწიათ და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მათი თამაში იტალიის წინააღმდეგ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აზარი, რომელმაც წვივის კუნთი დაიზიანა, სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც უფრო მეტი წარმოდგენა გვექნება, ითამაშებს თუ არა ის იტალიასთან.

დე ბრუინს რაც შეეხება, მან მუხლი დაიზიანა და მანჩესტერ სიტის ვარსკვლავს შემოწმება ხვალ ჩაუტარდება.