Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელგიის მწვრთნელი:“ ლუკაკუს ასეთ დონეზე არასოდეს უთამაშია“

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი რომელუ ლუკაკუს ფორმით კამყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ ის კარიერაში საუკეთესო თამაშს აჩვენებს.

ლუკაკუ ბელგიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატს შაბათს, რუსეთთან მატჩით დაიწყებს.

„რომელუ ლუკაკუს თამაშში ცვლილებები ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში შევამჩნიე, მან მოედანზე ახალ სიმაღლეებს მიაღწია.

„მას გოლების გატანა ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, თუმცა ახლა რომელუს გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება შესანიშნავად შეუძლია.

„ლუკაკუს ასეთ დონეზე კარიერაში არასოდეს უთამაშია და ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.“