ბელგიის მწვრთნელმა აზარი-დე ბრუინის ტრავმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალიას დაუპირისპირდება და შესაძლოა მათ აძურის წინააღმდეგ გუნდის ორი ლიდერის ედენ აზარის და კევინ დე ბრუინის გარეშე მოუწიოთ თამაში, რომლებმაც პორტუგალიასთან მატჩში დაზიანებები მიიღეს და მოედნის დატოვება მოუწიათ.
„არც ერთ მათგანს რაიმე სერიოზული დაზიანება არ აქვს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებენ თუ არა ისინი იტალიის წინააღმდეგ თამაშს. ჩვენ საბოლოო პასუხის მისაღებად კიდევ 24 საათის მოცდა მოგვიწევს.“