Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელინაცო:“ ინტერს ფეხბურთელების გაყიდვა აღარ მოუწევს“

გუშინ ინტერმა გასული ფინანსური წლის მოხსენება გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ ნერაძურიმ 246 მილიონი იზარალა, რაც სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია, მაგრამ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მარკო ბელინაცოს აზრით, ინტერს ზაფხულში ამ მიზეზით მნიშნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვა აღარ მოუწევს.

„ზაფხულში ინტერის რიგებში საგანგაშო სიტუაცია აღარ იქნება და ჰაკიმის მსგავსი რამ არ განმეორდება.

„გუნდი ამ ზარალისთვის მზად იყო და ჰაკიმი-ლუკაკუს გაყიდვის გარკვეულწილად მისი დაფარვა მოახერხეს. ახლა ნერაძური ახალი სპონსორებისგან, გახსნილი სტადიონისგან და ჩემპიონთა ლიგისგან უფრო მეტ ფულს მიიღებს, რაც მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„კონტეს, ლუკაკუს და ჰაკიმის წასვლამ კი ხელფასების მნიშნელოვნად შემცირება გამოიწვია, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და ეს ყველაფერი ინტერს მისცემს საშუალებას, რომ ზარალი შეამციროს და ფეხბურთელები შეინარჩუნოს.“