Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელინაცო:“ სუპერ ლიგის კრიტიკა გადაჭარბებულია“

იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბელინაცომ სუპერ ლიგის შესახებ ისაუბრა.

„ახლა ფეხბურთის სამყარო ისეთ შოკს განიცდის, რომელიც აქამდე არასოდეს გვინახავს, მაგრამ ჩემი აზრით, კრიტიკა ძალიან გადაჭარბებულია, რადგან უკვე დიდი ხანია, რაც ევრიოული ფეხბურთის ბედს მდიდარი გუნდები წყვეტენ.

„ევროპაში დაახლოებით 10 გუნდია, რომლებიც სეზონში 400 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებენ და შედარებით პატარა გუნდებს ისედაც ნაკლები ფულის მიღების საშუალება ჰქონდათ.

„ახლა ყველაზე მნიშნელოვანი არის ის, რომ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საერთო ენა იპოვნონ და საფეხბურთო სამყაროს გახლეჩვა არ მოხდეს, რაც აბსოლუტურად ყველას და პირველ რიგში თავად ფეხბურთს დააზიანებს.“