Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელინაცო:“ Suning-ის ინტერიდან წასვლა გარდაუვალია…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბელინაცომ ინტერის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„დღევანდელი სიტუაციის მიხედვით, Suning-ს სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ მათ გუნდი გაყიდონ. ჩინეთში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ფეხბურთში ინვესტიციების ჩადება ფაქტობრივად აკრძალულია, ამიტომ ნერაძური თვითდაფინანსებაზეა გადასული, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში გუნდს კარგს არაფერს მოუტანს.

„PIF-ის ინტერესი ? ვფიქრობ, რომ ინტერს სხვა მყიდველების ძებნა მოუწევს, რადგან PIF-ი მთლიანად ნიუკასლზეა გადართული და არ მგონია, რომ მათ ინტერის შეძენა მოისურვონ.“