Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელინაცო:“ Suning-ი ინტერის გაყიდვას აღარ განიხილავს“

ინტერის პრობლემები მოედანს მიღმა ნელ-ნელა, მაგრამ უკეთესობისკენ მიიწევს და იტალიური ფეხბურთის ფინანსური ექსპერტის მტკიცებით, გუნდის მფლობელებს ნერაძურის გაყიდვა აღარ მოუწევთ.

მარკო ბელინაცომ ამ თემაზე Calciomercato-სთან ისაუბრა.

„ინტერმა უარესი პერიოდი უკან მოიტოვა. გუნდი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა კარგად გამოიყურება და შეიძლება ითქვას, რომ მათ ფინანსურ კრიზისს თავი დააღწიეს.

„ინტერმა თვისი ძლიერი მენეჯმენტით უნდა იამაყოს, რომლებმაც მოახერხეს, რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად გუნდს მოტივაცია და ერთიანობა შეუნარჩუნეს.

„რა თქმა უნდა, ჯერ სიტუაცია ბოლომდე სტაბილური არ არის და რთული სათქმელია, მოახერხებს თუ არა ინტერი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას, მაგრამ ერთი რამ ნათელია, Suning-ს გუნდის გაყიდვა აღარ მოუწევს.“