Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელოტის ბედი ლუკაკუზეა დამოკიდებული

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტორინოს იტალიელი ფორვარდის ანდრეა ბელოტის მომავალი რომელუ ლუკაკუს ჩელსიში ტრანსფერზეა დამოკიდებული.

ბელოტის, რომელსაც ტორინოსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ტორინოს დატოვება და უფრო მაღალი დონის გუნდში თამაში სურს, თუმცა მას აქამდე წინადადებები მხოლოდ ესპანეთიდან და რუსეთიდან ჰქონდა, ანდრეას კი იტალიაში სურდა დარჩენა.

რომელუ ლუკაკუს ჩელსიში ტრანსფერის შემთხვევაში, ინტერი ბელგიელის ჩანაცვლებას ატალანტას დუვან ძაპატას ან ბელოტის კანდიდატურებით ეცდება, ძაპატას ინტერში გაშვების შემთხვევაში კი ბერგამოელებიც ბელოტის დამატებას გეგმავენ და შესაძლოა ლუკაკუს სერია ა-დან წასვლა იტალიელი ფორვარდისთვის, რომელსაც ტორო 30 მილიონად აფასებს, სურვილის ახდენის შანსი იყოს.