Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელოტის გაფორმებას მილანი და ნაპოლი ეცდებიან

Calciomercato-ს ინფორმაციით, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ტორინოსა და ანდრეა ბელოტის შორის საბოლოოდ ჩაიშალა და იტალიელი ფორვარდი ტოროს რიგებს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

წყაროს ცნობით, გრანატა მზად იყო ფეხბურთელის მოთხოვნილი ხელფასი – წლიურად 3 მილიონი გადაეხადა, თუმცა ანდრეას უფრო ამბიციურ გუნდში გადასვლა სურს და მათ წინადადებაზე უარი თქვა.

ბელოტის ყველაზე აქტიურად მილანი და ნაპოლი აკვირდებიან, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ მათგანს ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები არ დაუწყიათ. გამოცემის ინფორმაციით, ანდრეას ფავორიტი გუნდი მილანია, თუმცა თუ როსონერი მას კონტრაქტს არ შესთავაზებს, ანდრეას პრიორიტეტი იტალიაში დარჩენა იქნება და სხვა ვარიანტებს აუცილებლად განიხილავს.