Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბელოტის მსურველების რიგი უდგას

ნაპოლი,ფიორენტინა,მილანი,ევერტონი და მადრიდის ატლეტიკო ტორინოს ცენტრ-ფორვარდის გასაფორმებლად იბრძოლებენ.

26 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ თამაშს აჩვენებს.მისი კონტრაქტი ტურინულ გუნდთან 2022 წელს იწურება და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა,თუმცა ეს პუნქტი მხოლოდ არა იტალიურ გუნდებს ეხებათ.

ტორინოს არც თუ ისე წარმატებული სეზონისგან განსხვავებით,თავად ბელოტიმ 31 შეხვედრაში 15 გოლის გატანა მაინც მოახერხა,აქედან ექვსი ევროპა ლიგაზე მოდის.

ტორო ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს და მის დაკლებას არ აპირებს.