Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელოტის საბოლოო უარი ტორინოს, ის მილანის მოლოდინშია

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტორინოს იტალიელმა ფორვარდმა ანდრეა ბელოტიმ ტორინოს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოო უარი განუცხადა.

იტალიელ ფეხბურთელს ტურინელებთან მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და Tuttosport-ის მტკიცებით, მისი გუნდიდან წასვლა ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით უკვე გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, ბელოტის უფაოსდ გაფორმების სურვილი არაერთმა იტალიურმა თუ ევროპულმა გუნდმა გამოთქვა, თუმცა ანდრეა ბელოტი, რომელიც ბავშვობიდან მილანის ქომაგი გახლავთ, როსონერის წინადადების მოლოდინშია…