Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელოტის ტრანსფერში იუვენტუსიც ჩაერთო ?

რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, მილანის, ინტერის და სხვა ევროპული გრანდების შემდეგ, ანდრეა ბელოტის გაფორმების სურვილი ტურინის იუვენტუსმაც გამოთქვა.

27 წლის იტალიელ ფორვარდს ტორინოსთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ტორომ ახალი ხელშეკრულება ფეხბურთელს არაერთხელ შესთავაზა, მაგრამ როგორც ჩანს მას გუნდის დატოვება და კარიერის უფრო ამბიციურ გუნდში აქვს გადაწყვეტილი.

TuttoJuve-ს ინფორამციით, მომდევნო ზაფხულში იუვენტუსის მთავარი სამიზნე დუშან ვლაჰოვიჩი იქნება, მაგრამ ფიორენტინას ახალგაზრდა ფორვარდის ფასი 70-75 მილიონია და ტურინელები პარალელურად მის ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავენ, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ ბელოტი გახლავთ.