Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელოტი:“ იტალია ევროპის ჩემპიონატის მოგებას აპირებს“

იტალიის ფორვარდმა ანდრეა ბელოტიმ განაცხადა, რომ აძურის ევროპის ჩემპიონატის მოგება სურს და ტორინოს შემტევმა რობერტო მანჩინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ნაკრებში მოთამაშე თითოეულმა ფეხბურთელმა ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მაისურის ტარება და იმ წარუმატებელი შედეგის წარსულში დატოვება, რაც ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აჩვენა.

„ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ და გვსურს, რომ ქომაგებს ჩვენი წარმატებული თამაშით აძურის იმედი გავუჩინოთ. თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ყველა ფეხბურთელი ნაკრებში, იწყებს თუ არა ის სასტარტო შემადგენლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია. მატჩი 90 წუთი გრძელდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„მანჩინი ? ის შესანიშნავია. მან ჩვენ თავდაჯერებულობა დაგვიბრუნა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ძალიან გვაკლდა. ჩვენ მოედანზე კარგ დროს ვატარებთ და ვიცით, რომ მნიშვნელოვანი შედეგების დადება შეგვიძლია.

„ჩვენი მიზანი ? იტალიას ევროპის ჩემპიონატის მოგება სურს. აძური 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოე ტაპის ვერ გადალახვის შემდეგ ფსკერზე დაეშვა, ახლა კი დროა ავღზევდეთ და ტურნირი მოვიგოთ.

„ვიცით, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის ერთიანობა და ბოლომდე ბრძოლა გვჭირდება.“